პრეზიდენტი შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ღვაწლს იხსენებს

საქართველოს პრეზიდენტი შინდისის ბრძოლის ათი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპული გმირების თავდადებას იხსენებს. „შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. ათი წლის წინ ამ დღეს ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისაგან. ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ დღეს, როცა ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა იყო ამუშავებული. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. მადლობა და დიდება მათ სახელებს და ხსოვნას“, – ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.