გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობას იმსახურებს

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი გაცილებით ადრე გაკეთდა და საქართველოს სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობას იმსახურებს. აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარება.

ფორუმზე ასევე საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და იმ დამაზიანებელ პროპაგანდას, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთ ფაქტორადაა აღიარებული არამხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არამედ ევროკავშირშიც.