გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება

ესტონეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, იური რატას ხვდებიან.

მხარეები განიხილავენ ნატო-ს მოახლოებული სამიტის საკითხებს.

საუბარი შეეხება რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, ოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ასევე, მხარეები სექტორული თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრებენ.

განხილული იქნება ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ორი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი შეხვდება.