საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრო. ესტონელი ხალხი 23 ივნისს შეიარაღებული ძალების გამარჯვების დღეს 1919 წლიდან აღნიშნავს. წელს საზეიმო ცერემონიას, გიორგი მარგველაშვილთან ერთად ისლანდიის პირველი პირიც ესწრებოდა.
სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა, საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის დასაცავად, ყურადღება საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნების ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევის აუცილებლობაზე გაამახვილა.