გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა გიორგი მარგველაშვილი.

პარლამენტის წევრებს მისასალმებელი სიტყვით პრეზიდენტმა და საპარლამენტო მდივანმა მიმართეს და ტოლერანტობის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტოლერანტობა მშვიდობიანი, თანამედროვე და ევროპული სახელმწიფოს შენების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია.