გიორგი ლომიას განცხადება

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ ქვეყნიდან გავრილოვის გაძევება რუსეთისთვის ხელის გარტყმა იყო, რაზეც რუსეთისგან რეაგირებაა მოსალოდნელი.   აღნიშნულ საფრთხეზე ლომიამ ჟენევის მოლაპარაკებების შეფასებისას ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთს ბოდიში საქართველოსთვის აქვს მოსახდელი.

ოპოზიციის წევრი პროკურატურის მხრიდან საქმის წარმოებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ვინც 20 ივნისის მოვლენებში დანაშაულებრივად მოქმედებდა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.