გიორგი ლომიას განცხადება

„პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან კოალიციაში შესვლის საკითხზე საუბარი ნაადრევია,- განცხადება ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა, თუმცა გიორგი ლომია „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამორიცხავს.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას, როგორც ლომია აცხადებს, დღეს საქართველოში ანტიამერიკული განწყობებია მომრავლებული, საპროტესტო აქცია კი ამ განწყობების წინააღმდეგ იყო მიმართული.