გიორგი ლილუაშვილის სასამართლო პროცესი 

21:35, 15.09.2026

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაკავებული სუს-ის  ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ 14:00 საათზე გამოცხადდება. დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვა დაცვის მხარემ წარმოთქვა. ადვოკატები მტკიცებულებები არ არსებობაზე მიუთითებენ, პროკურატურა კი გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. ბრალდების პოზიციით, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ლილუაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქოლცენტრების მფარველობას ედავებიან, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი