გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მხატვარი, რეჟისორი და სცენარისტი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი გარდაიცვალა. ცნობას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1971 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 1976 წელს კი თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ის იყო ტელევიზიის კინორეჟისორი, მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე. სხვადასხვა წლებში გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილს გადაღებული აქვს ფილმები , „პრემიერა“ , „ექსპერიმენტი“, „მთვარის გლობუსი“ „ვეძებთ მარჯორის და ოლივერს“ და სხვა ნამუშევრები.