გიორგი ლაფერაშვილისა და ზაალ უდუმაშვილის გამოკითხვა პროკურატურაში

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოიკითხეს. გიორგი ლაფერაშვილი დაკითხვაზე დაბარებას  მის საქმიანობას და „ფორმულას“ ეთერში გასვლას უკავშირებს. საგამოძიებო უწყებაში დაბარებას, პოლიტიკურ დევნად აფასებს ზაალ უდუმაშვილი.

პროკურატურამ, „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, გადამალვის ფაქტზე, გამოძიება  20 ივლისს დაიწყო.