გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

18:30, 31.12.2024

ქართული მედიისთვის კიდევ ერთი რთული დღე დადგა.

სამწუხაროდ მძიმე სენმა ისევ წაგვართვა პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანი. 47 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი. გიორგი ბოლოს ტელეკომპანია „ფორმულაზე„ მუშაობდა. სამწუხარო ცნობა მისმა სამსახურმა გაავრცელა. გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული. გიორგი ლაფერაშვილთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. გიორგი იყო საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. პროფესიონალი, რომელიც ქართული მედიისთვის არის დიდი დანაკლისი. მადლობა, რომ მქონდა საშუალება მასთან ერთად მემუშავა და მემეგობრა.

საქართველოს პირველი არხის სახელით მწუხარებას გამოთქვამ გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

მსგავსი