გიორგი კვირიკაშვილმა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კომენტარი გააკეთა

შეხვედრები “ქართულმა ოცნებამ” მცხეთიდან დაიწყო, სადაც პრემიერ-მინისტრმა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც გააკეთა კომენტარი. განცხადებები მცხეთაში რაიონული ორგანიზაციის პარტიულ ყრილობაზე გაკეთდა. შეხვედრის ფარგლებში, რეგიონული პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს.

დღესვე “ქართული ოცნების” წევრებმა რეგიონული თავმჯდომარეები აირჩიეს გორში. შეხვედრა მიმდინარეობს ახალციხეში. საბოლოოდ კი პარტიის ერთიანი ყრილობა ჩატარდება, სადაც  ხელმძღვანელ პირებს აირჩევენ.