გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

საუბარი შეეხო  ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელმოწერილ დოკუმენტებს ისტორიული უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.

მხარეებმა საუბრისას ასევე აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი მონაცემები და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და წარმატებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება. მანამდე კი, ბელარუსის პრეზიდენტი ვაჟთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა. ის პატრიარქმა მიიღო, საუბარი შეეხო  ორმხრივ ურთიერთობებსა და რუსეთ- საქართველოს კონფლიქტს.