გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდების აქტიურობისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს სთხოვს, ნუ იქნებიან ინდიფერენტულები პრობლემების მიმართ. პრემიერმა ახალგაზრდების აქტიურობისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ინიციატივას დინამიური განვითარება მოჰყვება და მასში აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, რეგიონებში გაცილებით მეტი საშუალება შეიქმნება ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი პოტენციალის გამოვლენისთვის.

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი დღეს ახალციხეში გაიმართა.