გიორგი კვირიკაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

ორ საათზე ნაკლები რჩება დავოსში გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლამდე. მსოფლიოს რიგით 48-ე ეკონომიკურ ფორუმზე დღეს პირველი სამუშაო დღეა.

მსოფლიო ლიდერები ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ თემებზე მსჯელობენ და ცდილობენ, ინვესტორები დააინტერესონ.

ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. უკვე გაიმართა შეხვედრები საინვესტიციო ჯგუფებთან.