გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

15:21, 29.11.2017

საქართველოს მიღწევები რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. თემებზე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას ისაუბრა. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ ბანკის საოპერაციო ბიზნესგეგმა, რომელიც რეგიონული კავშირების, მდგრადი ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმებზე და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

მსგავსი