გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

21:07, 09.07.2026

11 წლის შემდეგ გახსნილი დანაშაული – საბურთალოზე მომხდარი გახმაურებულ მკვლელობაზე ბრალი ორ ადამიანს წაუყენეს.

საქმე ეხება 2015 წლის დეკემბერში ფანჯიკიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს, რა დროსაც 21 წლის გიორგი კვარაცხელია საკუთარ სახლთან რამდენიმე გასროლით მოკლეს. გამოძიება, რომელიც პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარეობდა, მთავარ ფიგურანტებად თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძეს ასახელებს. დეკანოსიძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება. საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობის მოტივად კაჭარავას ძმასთან მომხდარ უთანხმოებას და შურისძიებას ასახელებს.

როგორც ირკვევა, წლების წინ ჩადენილ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები ბოლო თვეებში გააქტიურდა. შვილის მკვლელობის თვითმხილველია დედა, რომელმაც თავდამსხმელები მაშინვე ამოიცნო, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ გავლენიანი ადამიანების ჩარევის შედეგად მტკიცებულებების ნაწილი განადგურდა და ძიება გაჭიანურდა. მტკიცებულებებს შორის სახელდება ადგილზე ნაპოვნი ტყვიის მასრები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებიც.

ხატია ჯამალაშვილი არკვევდა რეზონანსული საქმის გარემოებებს.

მსგავსი