გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

18:20, 10.07.2026

სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორივე ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდნიმე წუთის წინ გამოცხადდა. ერთ-ერთ ბრალდებულს დავით დეკანოსიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. თორნიკე კაჭარავა კი პენიტენციურ დაწესებულებაშია. ბრალდება 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2015 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება საქმესთან შეხების მქონე სხვა პირთა დადგენის მიზნით.

მსგავსი