გიორგი ხალვაშის გამოფენა

შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცე გიორგი ხალვაშის ფოტონამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია სახელწოდებით „ჰორიზონტი“ მოყვარული ფოტოგრაფის 40-მდე ნამუშევარს აერთიანებს. ავტორი, რომელიც ზღვის პირას ცხოვრობს, დამთვალიერებელს მარინისტულ ფოტოებს სთავაზობს და საკუთარ ნამუშევრებში ზღვისა და სანაპიროს სიმშვიდეს ასახავს.

გიორგი ხალვაშის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული ფოტოების გამოფენა დღეს გაიხსნა და 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.