გიორგი კანდელაკის ბრალდება ეკონომიკის სამინისტროს

გიორგი კანდელაკი ეკონომიკის სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.  ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ სამინისტროს, ტურიზმის რეკლამაში დახარჯული თანხების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით 4 ივნისს მიმართა, პასუხი კი, 20 დღის დაგვიანებით მიიღო. კანდელაკის განცხადებით, 2013-2018 წლებში, რუსეთში საქართველოს ტურიზმის რეკლამაზე 13 მლნ. ლარი დაიხარჯა და ეკონომიკის სამინისტროსგან ინფორმაცია მოითხოვა, რა თანხა დაიხარჯა სხვა ქვეყნებში.

გიორგი კანდელაკი კანონის დარღვევაზე რეაგირებას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს.