გიორგი გველესიანის მიმართვა
ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ინტერესდება, რატომ გამოიწვია საზოგადოებაში უკმაყოფილება მისმა ბოლო ინტერვიუმ. „მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არაერთგზის შემჩნეული არიან ძირგამომთხრელ საქმიანობაში”- აცხადებს გველესიანი და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები მოღალატედ მიაჩნია ვინაიდან, ისინი საკუთარ ამომრჩეველს და თანაპარტიელებსაც ღალატობენ, ხოლო, იმ ადამიანების ჯანსაღ პროტესტს, რომლებიც არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან, ბლოკავენ.