გიორგი გუგავა - "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება

“ლეიბორისტულ პარტიაში” აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. გიორგი გუგავა ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუწოდებს, გააუქმოს გუშინ გამოქვეყნებული განკარგულება, რომელიც საარჩევნო ოლქებში 700-მდე დამხმარე და ტექნიკური პერსონალის დანიშვნას ეხება.

შრომის პარტიის აღმასრულებელი მდივნის მტკიცებით, ამ პოზიციებზე მმართველი გუნდი საკუთარ კოორდინატორებს დაასაქმებს. ამ თემასთან დაკავშირებით, გიორგი გუგავა უწყებათაშორისი კომისიის და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებასაც აპირებს.

“ლეიბორისტული პარტიის” ბრალდებებს ცესკო-ში დღეს არ უპასუხეს.