გიორგი გორგოძის მორიგი წიგნის პრეზენტაცია
სპორტ კაფე „მარაკანაში“ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გიორგი გორგოძის მორიგი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „ქართული ფეხბურთის ქრონიკების“ სერიაში ეს უკვე რიგით მეხუთე წიგნია. ავტორის განცხადებით, ეს თავი ქართული ფეხბურთის საკმაოდ რთულ და მძიმე პერიოდს ასახავს. სპორტ-კაფეში დღეს წიგნის პრეზენტაციაზე გორგოძის მეგობრები და სხვადასხვა სპორტული წრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.