გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე მოუსმინეს

პარლამენტში ოპოზიციის გარეშე მუშაობას რთულად მიიჩნევს პრემიერობის კანდიდატიც. გიორგი გახარიას გუნდთან ერთად, ამჯერად „ქართული ოცნების“ ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს. პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის დაძლევის კონტექსტში, მთავრობის მეთაურობის კანდიდატი ფიქრობს, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ყოფნა აუცილებელია. მომდევნო ოთხი წლის მთავარ ამოცანად გახარიამ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება, საჯარო მოხელის კომპეტენციის ზრდა და პოსტპანდემიურ პირობებში კარგი ეკონომიკური სასტარტო პირობების ქონა დაასახელა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დაპირებებს შორისაა წამლების ფასის შემცირება და მოქალაქეების ჯიბიდან სამკურნალო ხარჯების შემცირება.

პრემიერის პოსტზე უკვე მეორედ წარდგენილ გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა კითხვები მწვავე თემებზეც დაუსვეს.