გიორგი გახარიას შეხვედრა ჟურნალისტებთან
21 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი მედიის წარმომადგენლებს გუშინ პირველად შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვებსაც უპასუხა. რამდენად იყო პროცესები გააზრებული, იყო თუ არა შეფასებული რისკები და ხომ არ იგეგმება მსჯელობა, უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში, რომლის მდივანიც თავად გახარიაა. როგორც შს მინისტრმა უპასუხა, შექმნილი რისკები განხილვის საგანი უახლოეს პერიოდში გახდება. მანამდე კი პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიების შესაძლო რისკები უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში განხილული არ ყოფილა.