გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი

18:15, 30.09.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პროცესზე, დღეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა მინისტრობისას გიორგი გახარიას მოადგილე ლევან კაკავა დაიკითხნენ. დაცვის მხარის თქმით, გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, თუმცა სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესების შესახებ, საგუშაგოს აღმართვის შემდეგ გაიგო. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ყოფილი მინისტრის ჩვენების მიხედვით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გიორგი გახარიამ საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი