სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგი გახარიას მიმართ – გამოხმაურება

12:18, 13.11.2025

გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ლიდერის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ მიზანი, მისი პოლიტიკური ველიდან გაქრობაა. პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით კი, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული საქმეები „ქართული ოცნების“ შიდა პარტიული შურისძიებაა, რასაც ქვეყნის ინტერესები ეწირება. მმართველ პარტიაში კი – ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა. რაც შეეხება ჩორჩანას ეპიზოდს, სახელისუფლებო გუნდი გიორგი გახარიას საქართველოს ტერიტორიებზე ხელისუფლების კონტროლის დაკარგვაში სდებს ბრალს.

მსგავსი