ამ დრომდე დაზუსტებით არ არის ცნობილი, არჩევნებში მონაწილე პარტიის, „გახარია საქართველოსათვის“ ლიდერი გიორგი გახარია პირადად ჩაერთვება კამპანიაში, თუ დისტანციურად გერმანიიდან განაგრძობს პარტიის მხარდაჭერას. დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, მიიღო თუ არა ბინადრობის უფლება გერმანიაში გიორგი გახარიამ, კონკრეტული პასუხი არ გასცეს, ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. ითქვა, რომ გიორგი გახარიას გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია არჩევნებზე დამარცხდება.