პოლიტიკური შეფასებების საგანია გიორგი გახარიას განცხადება. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში არშემდგარ ვიზიტს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პია კაუმა, შესაძლოა, შეცდომაში იყო შეყვანილი და საქართველოში არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩამოდიოდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი, გახარიას თქმით, შესაძლოა ლეგიტიმაციის მისაღებად თანხა გადაიხადა.