გიორგი გახარიას გზავნილი

პოლიტიკაში დაბრუნების დაანონსების შემდეგ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში აქტიურდება.

„ტვიტერის“ გვერდიდან ვიგებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ დღის წესრიგზე მუშაობს, პრიორიტეტად კი ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასრულებას მიიჩნევს. გაჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ოპოზიციური ძალა ექს-პრემიერის ლიდერობით, ვინ იქნებიან მის გუნდში, ეყოლება თუ არა გახარიას პარლამენტში საკუთარი ოპოზიციური ფრაქცია და გახდება თუ არა მის მიერ ფორმირებული პოლიტიკური გაერთიანება მესამე ძალა, – ამ კითხვებზე პასუხები ჯერ მხოლოდ ვარაუდების დონეზეა. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი მთავრობის ყოფილი მეთაურის პოლიტიკური შანსების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მეორე ნაწილი მას „ქართული ოცნების“ პროექტად განიხილავს და პოლიტიკური ხედვების მოსმენის გარდა მისგან ჯერ მძიმე კითხვებზე ელოდება პასუხებს.

შეფასებებში აშკარად თავშეკავებულები და მოზომილები არიან გახარიას უკვე ყოფილი თანაგუნდელები მმართველი პარტიიდან.

დატოვე კომენტარი