გიორგი გახარიას განცხადება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამართალდამცველებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად გაანალიზდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკვე დატოვეს ველისციხე და ისინი გომბორისკენ მიემართებიან, სადაც მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.