გიორგი გახარიას განცხადება და გამოხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს არ აქვს არგუმენტები და პასუხები არსებულ შეკითხვებზე. კობახიძის თქმით, გახარიას განცხადებები ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას.

„ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, კრიზისის დროს გიორგი გახარიას უნდა აეღო ეს პასუხისმგებლობა“, – თავის მხრივ ასე გამოეხმაურა გიორგი გახარიას ინტერვიუს საქართველოს მოქმედი პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი ასე გახარიას ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობდა.