პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ კონსორციუმისა და პორტის პროექტის თემაზე, კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი, – აცხადებს მთავრობის მეთაური.
ამ თემაზე შეკითხვა დღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც დაუსვეს. დიპლომატი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები კონსორციუმის მხარდაჭერას განაგრძობს და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდება.