გიორგი გახარიას თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადებიან. „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მან განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, როდის გამოაცხადებს გახარია გადაწყვეტილებას და პირველი მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას, რომ თავადაც იმოქმედონ.
წამყვანის კითხვაზე – თუ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები ერთად არ დაინიშნა, კატეგორიულად ამბობს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს, გახარიამ უპასუხა, რომ კატეგორიულ უარს არ ამბობს, თუმცა, ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად არ არის.