გიორგი გახარია საჯარო სექტორთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობაზე საუბრობს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით რეპრესირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს ქმნის. გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს მათ მიერ დადებულ ფიცს ახსენებს და საკუთარ მოსაზრებებზე ხმამაღლა საუბრისკენ მოუწოდებს.