გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან დღეს ისევ შეიკრიბებიან

უკვე ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციების ეპიცენტრია. ანტისაოკუპაციო გამოსვლები, რომელსაც პოლიტიკური მოთხოვნები ახლდა თან, საკანონმდებლო ორგანოსთან ისევ არ წყდება. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ მოწოდებით, პარლამენტთან დღეს ისევ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

დღის განმავლობაში კი ამ მოთხოვნას, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები სხვადასხვა ლოკაციაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ. გუშინდელი მიტინგის მთავარი თემა კი შრომის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. დაგეგმილი მუსიკალური გამოსვლები გადაიდო, ამის მიზეზი კი 16 წლის არასრულწლოვნის გარდაცვალება იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ მშენებლობაზე დაიღუპა.