პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გუშინდელ საპროტესტო აქციას აფასებს. გიორგი გახარიას განცხადებით, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ალყაში მოაქციეს და უკანონოდ დააკავეს, ასევე, მიმდინარე პროტესტის დროს დაირღვა ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას აპროვოცირებს. გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისკენ და ქმედითი ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდებს.