პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას თავს ბათუმში დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მას დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.