გიორგი გახარია ტყიბულში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტყიბულში არსებულ ვითარებაზე დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისას ილაპარაკა. გიორგი გახარიამ არსებულ ვითარებას მიუღებელი უწოდა და ეკონომიკის მინისტრს პრობლემის მოგვარების დავალება მისცა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა დამსაქმებელი და ინვესტორი ვალდებულია შეასრულოს საკუთარი სახელფასო ვალდებულებები და შეუქმნას დასაქმებულებს შესაბამისი შრომითი პირობები.