გიორგი გახარია: შსს არჩევნებისთვის მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებისთვის მშვიდ და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს,-ამის შესახებ გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ის მიზეზებიც განმარტა თუ რას უკავშირდებოდა მისი სტუმრობა ზუგდიდში. ვიცე-პრემიერის განცხადებით, უსაფრთხოების კონტექსტში, სამეგრელოში არსებული ვითარება მან კიდევ ერთხელ გადაამოწმა.

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს რეგიონის გუბერნატორი უხელმძღვანელებს.