გიორგი გახარია შეხვედრებს მართავს მიუნხენში

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გერმანიაში შეხვედრებს მართავს. როგორც სოციალურ ქსელში თავად წერს, ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას შეხვდა, რომელსაც საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრის თემა იყო საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე. გიორგი გახარია წერს: „მინისტრს ავუხსენი, რომ უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც პირველ რიგში უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. ასევე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრაზე მადლობა გადავუხადე რუმინეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის უწყვეტი მხარდაჭერისთვის.“- წერს გახარია.