გიორგი გახარია აზერბაიჯანში შეხვედრებს მართავს

პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გიორგი გახარია პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს აზერბაიჯანში.

საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტმა ალიევმა ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა და აზერბაიჯანში პირველი ვიზიტის მნიშვნელობა.

მაღალი რანგის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრემირის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი