გიორგი გახარია აშშ-ს ელჩს შეხვდა - რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს – იან კელის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის მართვის, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერდანაშაულის, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

როგორც  ელჩმა აღნიშნა,  შტატები განაგრძობს სამინისტროს მხარდაჭერას სისტემის რეფორმირების პროცესში და მიესალმება დაგეგმილ ინიციატივებს.