გიორგი გახარია აღდგომას სენაკში შეხვდა

15:10, 28.04.2019

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს სენაკში, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში შეხვდა.

გიორგი გახარია ტაძარში ოჯახთან ერთად მივიდა.

ვიცე-პრემიერი მრევლთან ერთად საზეიმო ლიტანიობას დაესწრო და ბრწყინვალე დღესასწაული მოქალაქეებს მონასტრიდან მიულოცა.

მსგავსი