გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება

2008 წლის აგვისტოს ომს, პრესკონფერენციით გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე.

გია გაჩეჩილაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მიერ, სახელმწიფოს წინაშე ჩადენილმა დანაშაულმა, რუსეთს საშუალება მისცა, საქართველოში თავისი პოზიციები გაეძლიერებინა, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.  დეპუტატის შეფასებით, რუსეთიდან წამოსული აგრესიის დროს, მაშინდელმა ხელისუფლებამ არ შეიტანა განაცხადი გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ეს გააკეთა რუსეთმა  და საქართველო დაადანაშაულა. მისი განცხადებითვე, უკვე 2008 წლის ოქტომბერში ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამაც დაუჭირა. ამ რეზოლუციით მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს პრაქტიკულად ჩადენილის გამართლების საშუალება მისცა, რადგან მასში პირდაპირ  ჩაიწერა, რომ შეიარაღებული მოქმედებები, პირველმა საქართველომ დაიწყო.

ამასთან,  გია გაჩეჩილაძის განცხადებით, 2010 წელს ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალმა რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით წარმოებული პროცესი შეწყვიტა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ჰააგის ტრიბუნალის მოთხოვნები ომთან დაკავშირებით არ შეასრულა.