საქართველოს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა. მის დამტკიცებას მხარი 84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. გიორგი გაბიტაშვილი პოსტზე ხუთი წლის ვადით დაინიშნა. მანამდე მან გენერალური აუდიტორის პოსტზე საკუთარ ხედვებზე, გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
გაბიტაშვილის წინამორბედმა, ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.