გიორგი დოლიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა 

18:48, 06.11.2025

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინომცოდნე, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, გიორგი დოლიძე. მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძველი ქართული მხატვრული ფილმების აღდგენაში. 80-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით 18 უხმო ქართული ფილმი იქნა აღდგენილი და ნაჩვენები საქართველოს პირველი არხის ეთერში. გიორგი დოლიძე არაერთი წიგნის და სამეცნიერო წერილის ავტორია ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე.

მსგავსი