გიორგი დავითაძის საქმე

15:17, 02.10.2026

გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით, ირმა ინაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მისი თქმით, ის უკვე შეხვდა სახალხო დამცველს და აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. ინაშვილი არ ენდობა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს და ამბობს, რომ ძალადობა სხვაგან ხდებოდა. მან ასევე, მოუწოდა პრეზიდენტს შეკრიბოს ძალოვანი უწყებების პირველი პირები და შეხვდეს მათ, რათა მსგავს ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდონ. საკითხს უკვე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. მისი თქმით, გავრცელებულ კადრებში ძალადობა არ იკვეთება, რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან ვიდეოთვალის ჩანაწერებში ხმა არ ისმის, ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ პროკურატურას მიმართეს, რაზეც ომბუდსმენის განცხადებით, უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი