გიორგი დავითაძის საქმე – პრემიერ-მინისტრის კომენტარი

12:09, 04.10.2026

„დღეს აქტუალური თემაა ციხეები და იცით, რომ აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს“ – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მთავრობის მეთაური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის ბრალდებებს. ირაკლი კობახიძემ 2004-დან 2012-წლამდე პერიოდი გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმრებს სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში უწევდათ, მთავარი პრობლემა კი წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო. „პატიმრების რაოდენობა იყო 24 500 და ახლა იცით, რომ ორჯერ ნაკლებია. ყველაფერზე მეტყველებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც იყო 130-ზე და 140-ზე მეტი წლის განმავლობაში. ბოლო დროის სტატისტიკა არის დაახლოებით 24, 25 პატიმარი, რაც უკვე შესატყვისობაშია საერთაშორისო სტატისტიკასთან. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაზეა საუბარი. წლის განმავლობაში, 130-ზე და 140-ზე მეტი პატიმარი იღუპებოდა, სწორედ ამ გაუსაძლისი პირობების გამო და პირველ რიგში – წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი ციხეებში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი