გიორგი დავითაძის საქმე – იუსტიციის მინისტრის გამოხმაურება
გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატმა, მსჯავრდებულის ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იუსტიციის მინისტრის თქმით, თუ ოჯახი ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა, მათ სრული უფლება აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. უწყების ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია.